სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ბავშვის ჩასასმელს, რომელიც უზრუნველყოფს გადაადგილების თავისუფლებას და ახალისებს მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:
https://baganababywrap.wordpress.com/
https://www.facebook.com/BabyWrapBagana
https://www.instagram.com/bagana_babywrap/


R.

დღეს ჩემი სახელოსნო არის ადგილი, სადაც ყოველდღე ვქმნით ჯანსაღ და ჯადოსნურ გარემოს ბავშვებისთვის - ვამზადებთ განმავითარებელ სათამაშოებს: კარვებს, კალათებს სათამაშოებისა და პატარა ნივთებისთვის, თეატრებს, დროშებს, კედლის დეკორაციებს, კარვებს თოჯინებითვის და სხვადასხვა ფორმის რბილ სათამაშოებს. ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალურ შეკვეთაზე. პროდუქციაზე ვაკეთებთ პერსონალური სახელის, წარწერის, საყვარელი ზღაპრის გმირის დახატვას. არ ვიყენებთ პრინტს, ყველაფერს ვხატავთ ხელით, წყალგამძლე, ტექსტილისთვის განკუთვნილი ეკოსაღებავებით.
