თანამედროვე ტექნოლოგიებმა ყველა სფეროში შეცვალა ყოველდღიური რუტინა და მათ შორის, მკვეთრად გაამარტივა ბავშვის მოვლის პროცესი.
პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდის - AGU BABY-ის ხედვაა, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც მშობლებს ყოველდღიურ რუტინას შეუმსუბუქებს და პატარებთან თამაშისა და დროის სახალისოდ გატარებისთვის მეტ შესაძლებლობას დაუტოვებს.
აგუ - ეს არის მეტი კომფორტი ბავშვისთვის, მშობლებისთვის კი უფრო მარტივი, გაუმჯობესებული, ახალი შესაძლებლობებით გამდიდრებული ყოველდღიური ცხოვრება.
ბრენდი სთავაზობს მშობლებს პროდუქციას ჯანმრთელობის, კვების, უსაფრთხოებისა და კომფორტის კატეგორიებში: ინოვაციური ჭკვიანი თერმომეტრები, სრულიად უხმო, პორტატული ინჰალატორები, ელექტრო ასპირატორები, „ჭკვიანი“ სასწორი სიმაღლის საზომით, საკვების მოსამზადებელი მრავალფუნქციური ტექნიკა - ეს აგუ ბეიბის ასორტიმენტის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელზეც Baby Bag-ის მომხმარებლებს 20%-იან ექსკლუზიურ ფასდაკლებას ვთავაზობთ.
R.