Baby Bag

​ინოვაცია, განათლების ხელშეწყობა, ციფრული ეკოსისტემის განვითარება - ბილაინის მიერ განხორციელებული პროექტები

​ინოვაცია, განათლების ხელშეწყობა, ციფრული ეკოსისტემის განვითარება - ბილაინის მიერ განხორციელებული პროექტები

ბილაინი ციფრული ინოვაციების კვალდაკვალ აქტიურად აგრძელებს განვითარებას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შექმნას ის პროდუქტები თუ სერვისები, რომლებიც გაზრდის ცოდნას, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და ახალ თაობას გლობალურ ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულებით 2022 წელს, ბილაინმა არაერთ მნიშვნელოვან პროექტს დაუჭირა მხარი.

2022 წლის 28-30 იანვარს, თბილისში, მსოფლიოში მობილური თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ყოველწლიური ღონისძიება, Global Game Jam-ის 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართა. ასეთივე ღონისძიება, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდა და ათასობით კონკურსანტი გააერთიანა. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების დანერგვას და დაეხმაროს მონაწილეებს ახალი უნარებისა და საინტერესო კონტაქტების შეძენაში. მობილური თამაშების პორტალი, ბილაინის ციფრული ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

2022 წელს, ბილაინის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს ინიციატივით, ქართულად ითარგმნა ხანის აკადემიის კიდევ ორი კურსი: კოსმოლოგია და ელექტრონული ინჟინერია. პროექტი ორიენტირებულია, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოში ყველასთვის გახადოს მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი. ხანის აკადემიის ვებ გვერდის მეშვეობით, ათი ათასობით მოსწავლე და მასწავლებელი, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ქართულ ენაზე ეუფლება ცოდნას სასურველი მიმართულებით. ბილაინი აგრძელებს Educare Georgia-სთან თანამშრომლობას და სხვა საგნების ვიდეო გაკვეთილების ქართულად თარგმნას.

გასული წლის 21 ივლისს, პირველად საქართველოში, სტრატ აპ ბიუროს ორგანიზებით, Arrival-თან პარტნიორობით და ბილაინის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებმა ერთმანეთს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მარცხის ისტორიები გაუზიარეს და ორგანიზატორებთან ერთად პირველად შექმნეს ქართული მეტავერს ღონისძიების პრეცედენტი. Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.

გასული წლის ოქტომბერში,პლანეტის ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის NASA Space Apps Challenge 2022-ის ქართულ გამოშვებას ბილაინმა ტრადიციულად მხარი დაუჭირა. ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გუნდებმა საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები ჟიურის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულმა გუნდმა საჩუქრად ფულადი პრიზი და პროექტის გლობალურ კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობა მიიღო. NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგიებს და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.

22-23 ოქტომბერს, თბილისში, კომპანია DeGameFi-ს ორგანიზებით წლის ყველაზე მასშტაბური ვებ3 ღონისძიება ჩატარდება. 2 დღის განმავლობაში კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ძირითადი სივრცე: ბიზნეს ექსპო, მთავარი საკონფერენციო სივრცე, სტარტ-აპ კონკურსი, ნფტ გალერეა, ტექ/საგანმანათლებლო ოთახი. ღონისძიებაში ჩაერთო 1000 +ადამიანი, ექსპერტ სპიკერები, საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო ვებ3 პროექტები, სახელმწიფო ინსტიტუტები და სხვა. აღნიშნულ ღონისძიებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ციფრული სამყაროს შესახებ ცოდნის ამაღლებასა და ინტერესის გაღვივებაში.

17-19 ნოემბერს ბილაინმა მხარი დაუჭირა ForSet-ის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას -Datafest Tbilisi 2022. DataFest Tbilisi ყოველწლიურად იმართება და წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლა სტუმრებს. მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპები და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლები, დისკუსიები და დატათონები რამდენიმე მიმართულებაზე იყო ფოკუსირებული: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.

წლის მიწურულს, ბილაინის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი ტექ კონფერენცია - TOUCH გაიმართა. წელს TOUCH22-ს 4 მთავარი მიმართულება ჰქონდა არჩეული: ტექნოლოგიები, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი. სწორედ ამ თემების გარშემო გაერთიანდა სამიტის თითოეული აქტივობა. პროექტის მთავარი მიზანია ციფრულ სფეროში განათლების ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით საქართველოში ახალი შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობა.

სოციალური პროექტების მხარდაჭერით, ბილაინი აქტიურად აგრძელებს საქართველოში ციფრული სფეროს განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის და ქართველი, ახალი თაობის გლობალურ ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობას. 

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

​მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს - გაიგეთ, რამდენ ადამიანს ჰქვია გიორგი

​მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს - გაიგეთ, რამდენ ადამიანს ჰქვია გიორგი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა მას ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. 303 წელს წმინდანს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

წმინდანი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. სწორედ ამიტომ მისი სახელი ძალიან გავრცელებულია საქართველოში.


​ნახეთ, რამდენ ადამიანს ჰქვია სახელად გიორგი - სტატისტიკას 08 ჯგუფი აქვეყნებს

წაიკითხეთ სრულად