„პუპაცოს“ სურვილია, არამხოლოდ ბავშვები აღაფრთოვანოს თამაშით, არამედ დაეხმაროს მშობლებს ბავშვებთან კომუნიკაციაში, ითამაშონ მათთან ერთად და ჩაერთონ მათი სწავლისა და შემეცნების პროცესში“ - „პუპაცოს“ თანადამფუძნებელი ნინო კობახიძე.
- ნინო, საიდან წამოვიდა იდეა, საქართველოში ხის სათამაშოების უდიდესი მწარმოებლი Hape შემოგეყვანათ, რა ტიპის მომხმარებლები გყავთ და სათამაშოების ხარისხზეც რომ ისაუბროთ?
- როგორც ორი შვილის დედას, ისევ პატარას მოლოდინში, კარგად მაქვს გააზრებული მშობლის საჭირობები. შესაბამისად, იგეგმება სიახლეების გამოჩენა საქართველოს ბაზარზე. წლების წინ, ხის სათამაშოების დეფიციტმა განაპირობა ხის სათამაშოების უდიდესი მწარმოებლის Hape-ს შემოყვანა, რაც ძალიან შეუყვარდათ ქართველ მომხმარებლებს. შესაბამისად, გრძელდება ისეთი ევროპული პროდუქტების გაცნობა ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც საინტერესო და პრაქტიკული იქნება მშობლებისთვის.
ჩვენი მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ეკოლოგიურად სუფთა ბრენდებს. მათთვის პრიორიტეტია ხარისხიანი პროდუქცია, ბავშვების ჯანმრთელობა და მათი მენტალური თუ ფიზიკური განვითარება.
„პუპაცოში“ ყველა პროდუქტი აკმაყოფილებს და უფრო ხშირად, აღემატება ხარისხისა და უსაფრთხოების უმკაცრეს საერთაშორისო სტანდარტებს. თითოეული პროდუქტი შექმნილია ბავშვის უნარების გასაუმჯობესებლად. ბუნებრივი მასალების (ხე, ბამბუკი, ბრინჯი, ორგანული ბამბა,მცენარეული პლასტმასი, თექა), წყალზე დამზადებული საღებავების, მკაცრი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისიწინებით. ჩვენი სათამაშოები მოსწონთ ბავშვებს და, რა თქმა უნდა, მშობლების დიდი ნდობით სარგებლობს.
- გარდა Hape-სა რა ბრენდებია კიდევ მაღაზიაში წარმოდგენილი?
- „პუპაცოში“ წარმოდგენილია საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი მსოფლიო პრემიუმ ბრენდები: Baby Einstein, Eurekakids, Arias, Hartan, Fehn, LÄSSIG, Poly M, Beleduc, Globber, Pupabe.
და ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ხის სათამაშოები და მდგრადი მასალები ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის, ჩვენი პლანეტის შენარჩუნების აუცილებლობას ემსახურება. ორგანული სათამაშოები არ აბინძურებს გარემოს, ის თაობიდან თაობას გადაეცემა.

R.
წაიკითხეთ სრულად