Baby Bag

„პუპაცოს“ სურვილია, არამხოლოდ ბავშვები აღაფრთოვანოს თამაშით, არამედ დაეხმაროს მშობლებს ბავშვებთან კომუნიკაციაში, ითამაშონ მათთან ერთად და ჩაერთონ მათი სწავლისა და შემეცნების პროცესში“

„პუპაცოს“ სურვილია, არამხოლოდ ბავშვები აღაფრთოვანოს თამაშით, არამედ დაეხმაროს მშობლებს ბავშვებთან კომუნიკაციაში, ითამაშონ მათთან ერთად და ჩაერთონ მათი სწავლისა და შემეცნების პროცესში“

„პუპაცოს​“ სურვილია, არამხოლოდ ბავშვები აღაფრთოვანოს თამაშით, არამედ დაეხმაროს მშობლებს ბავშვებთან კომუნიკაციაში, ითამაშონ მათთან ერთად და ჩაერთონ მათი სწავლისა და შემეცნების პროცესში“ - „პუპაცოს“ თანადამფუძნებელი ნინო კობახიძე. 

- ნინო, საიდან წამოვიდა იდეა, საქართველოში ხის სათამაშოების უდიდესი მწარმოებლი Hape შემოგეყვანათ, რა ტიპის მომხმარებლები გყავთ და სათამაშოების ხარისხზეც რომ ისაუბროთ?

- როგორც ორი შვილის დედას, ისევ პატარას მოლოდინში, კარგად მაქვს გააზრებული მშობლის საჭირობები. შესაბამისად, იგეგმება სიახლეების გამოჩენა საქართველოს ბაზარზე. წლების წინ, ხის სათამაშოების დეფიციტმა განაპირობა ხის სათამაშოების უდიდესი მწარმოებლის Hape-ს შემოყვანა, რაც ძალიან შეუყვარდათ ქართველ მომხმარებლებს. შესაბამისად, გრძელდება ისეთი ევროპული პროდუქტების გაცნობა ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც საინტერესო და პრაქტიკული იქნება მშობლებისთვის.

ჩვენი მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ეკოლოგიურად სუფთა ბრენდებს. მათთვის პრიორიტეტია ხარისხიანი პროდუქცია, ბავშვების ჯანმრთელობა და მათი მენტალური თუ ფიზიკური განვითარება.

​„პუპაც​ოში“ ყველა პროდუქტი აკმაყოფილებს და უფრო ხშირად, აღემატება ხარისხისა და უსაფრთხოების უმკაცრეს საერთაშორისო სტანდარტებს. თითოეული პროდუქტი შექმნილია ბავშვის უნარების გასაუმჯობესებლად. ბუნებრივი მასალების (ხე, ბამბუკი, ბრინჯი, ორგანული ბამბა,მცენარეული პლასტმასი, თექა), წყალზე დამზადებული საღებავების, მკაცრი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისიწინებით. ჩვენი სათამაშოები მოსწონთ ბავშვებს და, რა თქმა უნდა, მშობლების დიდი ნდობით სარგებლობს.

- გარდა Hape-სა რა ბრენდებია კიდევ მაღაზიაში წარმოდგენილი? 

​„პუპაც​ოში“ წარმოდგენილია საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი მსოფლიო პრემიუმ ბრენდები: Baby Einstein, Eurekakids, Arias, Hartan, Fehn, LÄSSIG, Poly M, Beleduc, Globber, Pupabe.

და ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ხის სათამაშოები და მდგრადი მასალები ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის, ჩვენი პლანეტის შენარჩუნების აუცილებლობას ემსახურება. ორგანული სათამაშოები არ აბინძურებს გარემოს, ის თაობიდან თაობას გადაეცემა.

R.

 ​,,Baby Bag'' -ში პუპაცოს 10%-იან ფასდაკლების ვაუჩერს აღმოაჩენთ

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბაია-ფუდი“ ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრებს სთავაზობს ნოყიერი ფაფების, ბურღულეულისა და სხვა სასარგებლო პროდუქტების ფართო ასორტიმენტს

„ბაია-ფუდი“ ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრებს სთავაზობს ნოყიერი ფაფების, ბურღულეულისა და სხვა სასარგებლო პროდუქტების ფართო ასორტიმენტს

„კომპანია „ბაია ფუდი“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ დაფქულ-გადამუშავებული და ნატურალური, მშრალი ხილით გამდიდრებული ფაფების მიმართულებით მომხმარებლის საყვარელ, უკონკურენტო ბრენდად რჩება.

წლების განმავლობაში ტექნოლოგია დაიხვეწა, თუმცა დევიზი - „ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი მომავალი“ - არ შეცვლილა. სწორედ, ამ დევიზს ეფუძნება კომპანიის ყველა ახალი წამოწყება თუ პროდუქტი, მათ შორის, ხილის ფაფებიც, რომელთა ხაზიც „ბაია ფუდმა“ 2019 წლიდან დაამატა და შავი ქლიავის, ალუბლის, ვაშლის, ბანანისა თუ გარგარის ფაფებს უამრავი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შესძინა.

დაფქული წიწიბურას, ბრინჯის, შვრიის, ქერის, სიმინდის ფაფები თავიდან ბავშვთა კვების ხაზით იყო ჩაფიქრებული, თუმცა საწარმოს გაფართოებისა და ტექნოლოგიის დახვეწის შემდეგ „ბაია ფუდის“ ჯანსაღი, უჯრედისით მდიდარი ფაფები ყველა ასაკის მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი გახდა.

„ჩვენი პროდუქცია არ არის ქიმიურად დამუშავებული, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა თუ სტაბილიზატორებს. წიწიბურასა და ბრინჯის გარდა, ძირითადი ნედლეული - მარცვალ-ბურღულეული და ხილის ჩირებიც, რომლითაც ვამდიდრებთ ფაფებს, ქართული წარმოებისაა. მარცვალი მთლიანობაში გარეკანთან ერთად ჩვენთან სპეციალური დანადგარებით, ე.წ. რბილი დაფქვის მეთოდით იფქვება. ამ დროს ტემპერატურა 60 გრადუსს არ აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტში ჯანსაღი ნივთიერებების შესანარჩუნებლად, ამიტომაც პროდუქტი მდიდარია: უჯრედისით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. დაფქული მარცვლეული კი გაცილებით მალე იხარშება, ვიდრე მთლიანი მარცვალი. ეს ყველაფერი ჩვენი ბრენდის ხარისხის და პოპულარობის საფუძველია. ჯანსაღი პროდუქტის წარმოება დაარსების დღიდან ჩვენი დევიზი და არჩევანია, რის გამოც ამ პროდუქციას ყველა ასაკის მომხმარებელი სიამოვნებით მიირთმევს“, - განაცხადა „კომპანია „ბაია ფუდის“ დამფუძნებელმა, ზვიად გრძელიძემ.

სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტების დახმარებითა და საკუთარი ინვესტიციით, 50 კვ.მ. იჯარით აღებულ ფართში ერთი სახეობის ფაფით დაწყებული საქმე დღეისათვის საკუთარ საწარმოს, 25 სახეობის პროდუქტს და 18 დასაქმებულს ითვლის, რომელთა რიცხვიც პერიოდულად იზრდება.

„მომავალი წლიდან „ბაია ფუდი“ ახალი ხაზის - ხილის „სნექების“ წარმოებასაც დაიწყებს. ადგილობრივი ხილისგან დამზადებული, შოკოლადით გამდიდრებული ტკბილეული უახლესი ტექნოლოგიითა და ახალი დანადგარებით დამზადდება, რომლებიც „ბაია ფუდმა“ ინოვაციების სააგენტოს მიერ დაწესებული გრანტისა და UNDP-ს პროექტის ფარგლებში შეიძინა.

უკვე დაწყებულია ხილის „სნექებისთვის“ განკუთვნილი საწარმოს გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა. 2023 წლის გაზაფხულიდან „ბაია ფუდი“ ხილის „სნექების“ პირველ რამდენიმე პროდუქტს გამოუშვებს.

2023 წელს განიხილება, ასევე, პროდუქციის გამრავალფეროვნება და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაც. ექსპორტამდე კი ხილისა და ბურღულ-მარცვლეულის ფაფებს „მიუსლიც“ დაემატება.

„ბაია ფუდის“ პროდუქცია უკვე წლებია გასაყიდად წარმოდგენილია: კარფურში, გუდვილში, ფრესკოში, მაგნიტი მაქსში, უნივერსამში, ნატურალში, ნაზილბეში, ვილმარტში, იალჩინ მარკეტში, ავერსისა და იმპექსის სააფთიაქო ქსელში.“

R.​

წაიკითხეთ სრულად