„ბავშვის უსაფრთხოება მშობლის მთავარი საზრუნავი და ასევე გამოწვევაა. სათამაშო ის ობიექტია, რასაც ბავშვის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს, მასთან დიდ დროს ატარებს და ხშირად ეხება. შესაბამისად, გავლენას ახდენს როგორც ბავშვის ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობაზე“ - „პუპაცოს“ თანადამფუძნებელი ნინო კობახიძე.
ეკო სათამაშოები პოპულარულია მთელს მსოფლიოში. სათამაშოების მაღაზია პუპაცო მუდმივად ორიენტირებულია ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშოების დისტრიბუციაზე საქართველოში. კომპანიის „ბუნება“ მთლიანად ეკო-მიმართულებას მოიცავს და მუდმივად ზრუნავს ჩვენი შვილების ჯანსაღ გართობაზე.
„პუპაცოში“ შეგიძლიათ შეიძინოთ სათამაშოები 0 თვის ასაკიდან. მაღაზიაში წარმოდგენილი სათამაშოები არის 100%-ით უსაფრთხო, ისეთი ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული, როგორებიცაა: ხე, ორგანული ბამბა, იაპონური ბრინჯი, ბამბუკი, თექა, ორგანული პოლიმერი და მცენარისგან მიღებული პლასტმასი.
„პუპაცოს“ ერთ-ერთი გამორჩეულ ბრენდზე, Hape-ზე შევაჩერებთ დღეს თქვენს ინტერესს, ეკოლოგიური კომპანია 1986 წელს გერმანიაში ჩამოაყალიბა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ჰენდშტეინმა.
Hape არის ლიდერი მდგრადი მასალებისგან მაღალი ხარისხის ბავშვთა სათამაშოების წარმოებაში. Hape-ს სათამაშოები შექმნილია იმისათვის, რომ შთააგონონ პატარებს თამაში და ამგვარად, შეასწავლონ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ.
Hape-ს მიღებული აქვს პრესტიჟული ასოციაციების უამრავი ჯილდო სათამაშოების ეკოლოგიურობის, ფუნქციონალურობის, ინოვაციურობის, დიზაინისა და ხარისხისთვის. მათ იციან, რომ მომავალი ეკუთვნის ბავშვებს და რომ სათამაშოები ბავშვებისთვის ყველაზე მთავარია.
და ბოლოს, Hape-ს სათამაშოები დასრულებულია ორგანული ლაქით და წყალზე დამზადებული საღებავებით, რომლებიც ბავშვებისთვის უსაფრთხოა.
ლაქი მოპოვებულია ბელგიაში, ხოლო წყლის საღებავები წარმოებულია გერმანიაში.
დღეს Hape მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის, „პუპაცო“ ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.
აბაზანის სათამაშოები, რომლებიც Baby bag-შია წარმოდგენილი, შეგიძლიათ შეიძინოთ და დეტალურად გაეცნოთ მოცემულ ბმულზე https://bit.ly/44Gt5pU.
ან ეწვიოთ პუპაცოს მაღაზიებს:
📍 ი. ჭავჭავაძის გამზ. 56 ა
📍 ი.ჭავჭავაძის გამზ. 37 მ @axistowersshoppingcenter
📍 პ. იბერის ქ. 4
საკონტაქტო: 595 505 500
R.
„პუპაცოს“ სურვილია, არამხოლოდ ბავშვები აღაფრთოვანოს თამაშით, არამედ დაეხმაროს მშობლებს ბავ...
„პუპაცოს“ სურვილია, არამხოლოდ ბავშვები აღაფრთოვანოს თამაშით, არამედ დაეხმაროს მშობლებს ბავშვებთან კომუნიკაციაში, ითამაშონ მათთან ერთად და ჩაერთონ მათი სწავლისა და შემეცნების პროცესში“ - „პუპაცოს...
