Baby Bag

რა დევს ოქტომბრის ჭუპა-ჭუპა ჩანთაში?

რა დევს ოქტომბრის ჭუპა-ჭუპა ჩანთაში?
ოქტომბრის ჭუპა-ჭუპა ჩანთის ჯერიც დადგა. Baby Bag საყვარელი ბრენდებით გიბრუნდება. საუკეთესო შეთავაზებაში 49 ლარად 159 ლარის პროდუქციაა წარმოდგენილი.

​ოქტომბრის „ჭუპა-ჭუპა“ ჩანთაში დაგხვდება მუსტელა-ს უმაღლესი ხარისხის:
  • ტანის დამატენიანებელი ლოსიონი - 100 მლ, 0+
  • საფენის ქვეშ წასასმელი და ჩახურებისგან დამცავი კრემი - 100 მლ,

ჭუპა ჩანთაში დაგხვდება ქართული კომპანია Mimo • მიმო-ს უმაღლესი ხარისხის პირსაწმენდები თქვენი პატარებისთვის

Baby bag-ში ასევე წარმოდგენილია:

  • ჩვენი მეგობარი კომპანია AGU Baby • აგუ ბეიბი-ს 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, ინოვაციურ შვეიცარულ საბავშვო ტექნიკაზე
  • და ქართული კომპანია Gogora • გოგორა-ს 30-ლარიანი ვაუჩერი, რომელიც პრემიუმ ხარისხის ხის სათამაშოებისა და მონტესორის საბავშვო ავეჯის შესაძენად გამოგადგებათ
  • გერმანული ბრენდი Titania-ს ჩანთა საბავშვო ნივთებისთვის და ფრჩხილის ქლიბი დედებისთვის
  • ავენის ტრიქსერა ნუტრიშენის დასაბანი, მყარი საპონი - 25 გ - სიმშრალისკენ მიდრეკილი და ძალიან მშრალი კანისთვის, 0 თვიდან
  • ავენის ქსერაქალმის ზეთი 100 მლ - ქსერაქალმის ლიპიდების აღმდგენი გამწმენდი (დასაბანი) ზეთი ატოპიური დერმატიტის და ქავილისკენ მიდრეკილი კანისთვის, 0 თვიდან.

ჩანთის გამოსაწერად მოგვწერეთ Facebook გვერდზე - ​Baby Bag

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

Ikokids - ქართული ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები დაუვიწყარი მომენტებისთვის

Ikokids - ქართული ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები დაუვიწყარი მომენტებისთვის
ბავშვობაში ყველას გვითამაშია შტაბობანა, მაგიდის ქვეშ სახლობანა ან სამალავი მოგვიწყვია პლედებით. ეს თამაშები იყო ინსპირაცია ჩემთვის, როდესაც პირველად ჩემი უმცროსი შვილისთვის შევკერე კარავი იუთუბზე განთავსებული ვიდეოს დახმარებით. კერვა და ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა და პირველივე ცდაზე გამომივიდა. ამ კარვით გამოწვეულმა ემოციებმა, ჩემი შვილების, ჩემთან სტუმრად მოსული ყველა ბავშვის ემოციამ და მათი მშობლების აღფრთოვანებამ გადამაწყვეტინა ჩემი ჰობი ბიზნედად მექცია. ასე შეიქმნა ​ikokids. დავიწყე კარვებით, ნელ-ნელა გავზრდე ასორტიმენტი და გავფართოვდით.
​დღეს ჩემი სახელოსნო არის ადგილი, სადაც ყოველდღე ვქმნით ჯანსაღ და ჯადოსნურ გარემოს ბავშვებისთვის - ვამზადებთ განმავითარებელ სათამაშოებს: კარვებს, კალათებს სათამაშოებისა და პატარა ნივთებისთვის, თეატრებს, დროშებს, კედლის დეკორაციებს, კარვებს თოჯინებითვის და სხვადასხვა ფორმის რბილ სათამაშოებს. ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალურ შეკვეთაზე. პროდუქციაზე ვაკეთებთ პერსონალური სახელის, წარწერის, საყვარელი ზღაპრის გმირის დახატვას. არ ვიყენებთ პრინტს, ყველაფერს ვხატავთ ხელით, წყალგამძლე, ტექსტილისთვის განკუთვნილი ეკოსაღებავებით.

 

​საბავშვო პროდუქციის დამზადებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია პროდუქციის ხარისხი, ამიტომ ვიყენებთ, მხოლოდ 100% ბამბის, სერთიფიცირებულ ქსოვილს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა. ამისათვის გავაკეთეთ პატარა ზომის სათამაშოების ხაზი, რომლებსაც ჩვენი ქსოვილების ნარჩენებისგან ვკერავთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სრულად გადავიდეთ უნარჩემო წარმოებაზე, ამით პატარა წვლილი შევიტანოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ბავშვისთვის შევქმნათ ჯანსაღი და ჯადოსნური გარემო. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მომხარებელს შევთავაზო ადგილოვრივი წარმოების ხარისხიანი პროდუქცია და ახალგაზრდა მშობლებისთვის მარტივი და სახალისო გავხადო მშობლობა. დასახული მიზნებისკენ სვლაში მომხმარებელთა უკუკავშირი მამოტივირებს და მაძლიერებს.

R.
წაიკითხეთ სრულად