კონფიდენციალობის პოლიტიკა

უკანასკნელი ცვლილების თარიღი: 8 მარტი, 2021.

MomsEdu.Ge აფასებს ამ ვებგვერდზე თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ (შემდგომში — სერვისი ან სერვისები, კონტექსტის შესაბამისად).
MomsEdu.Ge-ს პორტალის სარგებლობით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის (შემდგომში - პოლიტიკა) პირობებს.
თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკის პირობებს, არ განაგრძოთ MomsEdu.Ge-ს პორტალის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.
წინამდებარე პოლიტიკის პირობები შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას რეგულარულად გაეცნოთ. წინამდებარე პოლიტიკის პირველი აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

Momsedu.ge სარგებლობს Google Analytics-ის სერვისით.
აღნიშნული სერვისი იძლევა სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის შესახებ. მაგალითად, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, Momsedu.ge-ს პორტალის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა.
ასევე, რომელი ქვეყნიდან/ქალაქიდან განხორციელდა ვებ-გვერდზე წვდომა, მომხმარებლის ასაკი, სქესი, ინტერესები და სხვა მონაცემები, რომლებიც არ იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას. Ზემოთ აღნიშნული, მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნით და ტექნიკურ დონეზე მომხმარებელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია.