Baby Bag

„მასწავლებელთა ხელფასების დაანონსებული ზრდა გაგრძელდება“ - პრემიერ-მინისტრი

,,ის სახელფასო ზრდა, რომელიც იყო დაანონსებული, რა თქმა უნდა, გაგრძელდება'' - აღნიშულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარადგენისას განაცხადა. 

მისი თქმით, შეუძლებელია განათლების სისტემის, რეფორმის ეფექტურობაზე საუბარი თუ არ გვეყოლება ღირსეულად ანაზღაურებადი, მაღალი კომპეტენციის მასწავლებლები:

,,მინდა ვისაუბრო ახალ სახელფასო პოლიტიკაზე. შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ განათლების სისტემის, რეფორმის ეფექტურობაზე თუ არ გვეყოლება ღირსეულად ანაზღაურებადი, მაღალი კომპეტენციის მასწავლებლები. ის სახელფასო ზრდა, რომელიც იყო დაანონსებული, რა თქმა უნდა, გაგრძელდება'' - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

პრემიერმა განათლების რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა ერთ ან ორ წელიწადში არ დასრულდება:

,,ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ განათლების რეფორმა ერთ ან ორ წელიწადში დასრულდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ განათლების რეფორმაზე ბევრ თაობას მოუწევს მუშაობა, იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო მდგრადი იყოს ქართული განათლების სისტემა. თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ სწრაფად არ უნდა ვიმუშაოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პირველი შედეგები უახლოეს პერიოდში დაგვიდგეს,'' - დასძინა გიორგი გახარიამ.

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა და 2020 წლისთვის მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, არანაირ წარმატებას ჩვენ...