Baby Bag

​რა ელით იმ პედაგოგებს, ვინც ელექტრონული ჟურნალის შევსება ვერ მოასწრო? - ემისის პასუხი

​რა ელით იმ პედაგოგებს, ვინც ელექტრონული ჟურნალის შევსება ვერ მოასწრო? - ემისის პასუხი

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) განმარტებით, იმ პედაგოგებს, ვინც ამ სემესტრში ელექტრონული ჟურნალის შევსება ვერ მოასწრო, არანაირი სანქცია არ ელოდება.

„იმ სკოლებში, სადაც ტექნიკური პრობლემები იყო, უპირატესობა მატერიალურ ჟურნალს მიენიჭება. თუ ნიშნების დაჯამება ვერ მოხერხდა ან ინფორმაცია არ იქნა ასახული სემესტრის ბოლოს, პედაგოგებმა უნდა იხელმძღვანელონ მატერიალური ჟურნალით“ - დიმიტრი ბერიძე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი.

ემისის ოფიციალური მონაცემებით, ელექტრონული ჟურნალების წარმოებაში სკოლების 15% ვერ ჩაერთო.