Baby Bag

​„სკოლები ეტაპობრივად გაიხსნება“ - ეკატერინე ტიკარაძე

​„სკოლები ეტაპობრივად გაიხსნება“ - ეკატერინე ტიკარაძე

საკლასო ოთახებში პედაგოგებისა და მოსწავლეების დაბრუნებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ რეგიონები ეპიდსიტუაციის მიხედვით შეფასდება და შეზღუდვებიც ამის საფუძველზე მოიხსნება.

„ჩვენ რეგიონები წითელ და მწვანე ზონებად გვაქვს დაყოფილი, ამიტომ გახსნები იქნება სხვადასხვა გრადაციის. იმ რეგიონებში, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ მწვანე ზონაა, გვექნება საშუალება იმისა, რომ, როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ასევე, განათლების კომპონენტი გაიხსნას, თუმცა რეგულაციების უმკაცრესი დაცვით. სხვა მიდგომა გვექნება ყვითელ რეგიონებზე და სხვა წითელზე, ცხადია“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი განცხადებით, სავაჭრო სექტორის შემდგომ პრიორიტეტი სწორედ განათლების სფეროში შეზღუდვების მოხსნაა.