Baby Bag

„ამ წელს სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები არ გაეზრდება“ - ბიუჯეტი დამტკიცებულია

„ამ წელს სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები არ გაეზრდება“ - ბიუჯეტი დამტკიცებულია

დაახლოებით სამი თვის წინ, როდესაც განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშს წარმოადგენდა, სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ 2021 წელს პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები ​გაიზრდებოდა.

მინისტრის ამ გამოსვლიდან რამდენიმე თვეში მართლაც გაიზრდა მასწავლებელთა ხელფასები და დღეს უკვე პედაგოგები 100 ლარით გაზრდილი ხელფასების ჩარიცხვას ელიან. მართალია, დაპირება თავის დროზე 150 ლარი იყო, თუმცა 100 ლარიანი მატებაც ხელფასების ზრდაა, რომელიც სამწუხაროდ არ შეეხო ადმინისტრაციულ პერსონალს, რამაც, ცხადია, მათი პროტესტი გამოიწვია.

სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციული პერსონალისთვის და პედაგოგებისთვის მომდევნო ოთხი წლის მანძილზე დაგეგმილია ხელფასების გაზრდა, თუმცა ეს კონკრეტულად როდის მოხდება, ამაზე პასუხი არ არსებობს.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია და იქ მხოლოდ სტატუსიანი მასწავლებლების ხელფასების მატებასთან დაკავშირებით ვხვდებით ჩანაწერს, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წელს სკოლის ადმინისტრაციას ხელფასი არ გაეზრდება.