Baby Bag

საახალწლო განწყობის შესაქმნელად ამაზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ

საახალწლო განწყობის შესაქმნელად ამაზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ

ფილმები, რომლებსაც შაბათ-კვირისთვის გთავაზობთ  რამდენიმე ნაწილად არის გამოსული.

აირჩიეთ თქვენი ფავორიტი და ჩაუჯექით ბავშვებთან ერთად. 

1. ამერიკული ოჯახი ჩიკაგოდან სამოგზაუროდ ევროპაში მიდის. სიჩქარეში დაბნეულ მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. პატარა ბიჭუნა არ იბნევა და მშვენივრად ართმევს თავს მარტოობას, უფრო მეტიც, სახლში შემოპარულ ქურდებს სიცოცხლეს უმწარებს. 

მარტო სახლში 1

2. ოჯახათან ერთად ფლორიდაში გაფრენის მაგივრად კევინი ნიუ-იორკში მარტო აღმოჩნდება, სადაც სასტუმროს კლერკთან და მომსახურე პერსონალთან პრობლემების მიუხედავად მამამისის საკრედიტო ბარათით სასტუმროს ნომერს აიღებს. როდესაც კევინი მის ძველ მტრებს გადაეყრება, ის შეეცდება მათ სათამაშოების მაღაზიის გაქურდვის გეგმა ჩაუშალოს.

​მარტო სახლში 2

3. ბოროტმოქმედებმა იყიდეს მათთვის მოპარული უახლესი მიკროსქემა, რომელსაც მთელი სისტემის ნეიტრალიზება შეუძლია. ჩადეს ის სათამაშო მანქანაში, რათა საზღვარზე გადაეტანათ. აეროპორტში აღმოჩნდა, რომ პარკში სათამაშო არ არის, ირგვლივ კი დადიან ადამიანები ზუსტად ასეთი პარკებით. ძებნა დაიწყეს. რის შედეგადაც ცელოფნის პაკეტისთვის ჩიკაგოში მოუწიათ გაფრენა.

​მარტო სახლში 3

4. ნებისმიერი პატარა ონავარი ბიჭი ოცნებობს სახლში მარტო დარჩენას, როდესაც მთელი სახლი შენს განკარგულებაშია! კევინს ეს ოცნებები ცხადში უხდება.

​მარტო სახლში 4

5. 8 წლის ფინი იგებს, რომ მისი ოჯახი მზიანი კალიფორნიიდან მაინში გადადის. ფინი თვლის, რომ მათ ახალ სახლში მოჩვენებები ცხოვრობენ და გადაწყვეტს ისინი დაიჭიროს.

მარტო სახლში 5

შეიძლება დაინტერესდეთ

5 ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ოჯახი ყველაფერია

5 ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ოჯახი ყველაფერია

ოჯახის შესახებ გადაღებული შთამაგონებელი ფილმების ყურება ადამიანებს ხშირად არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისგან იცავს და მათთვის სტიმულის მიმცემია. ჩვენს სტატიაში 5 ფილმს გაგაცნობთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ადამიანისთვის ოჯახი ყველაფერია:

1. „ღრუბლებში გასეირნება“

ამ ფილმის ნახვის შემდეგ დაიჯერებთ, რომ ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორებიცაა სილამაზე და სიყვარული, სამყაროს გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლიათ. არაჩვეულებრივი მუსიკა, ნიჭიერი მსახიობები და დამაინტრიგებელი სიუჟეტი - ეს ის მიზეზებია, რომელთა გამოც ამ ფილმს აუცილებლად უნდა უყუროთ.

2.  „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“

„კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც იდეალურ ოჯახზე მეოცნებე ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ყველა ოჯახს თავისი დრამა აქვს. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი განქორწინების პირას მყოფ წყვილს თამაშობენ, რომლებიც მოთმინებას და სხვისი ინტერესების საკუთარ სურვილებზე წინ დაყენებას ნელ-ნელა სწავლობენ.

3. ისტორია ჩვენს შესახებ“

ძალიან სენტიმენტალური ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ უმნიშვნელო დეტალებს ყველაფრის დანგრევა შეუძლიათ, რაც გვაქვს. მიშელ პფაიფერი და ბრიუს უილისი მძიმე ვითარებაში აღმოჩენილ წყვილს თამაშობენ.

4. „მოხატული პირბადე“

უილიამ სომერსეტ მოემის ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი ქოლერის ეპიდემიის დროს დაბადებულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმის გმირების სიყვარულის ისტორია საოცრად მომხიბვლელია. ფილმის მთავარი სათქმელი შემდეგია: ნამდვილი სიყვარული წამიერი ვნებებით არ იბადება, ის გაგებითა და მოთმინებით იზრდება და ყალიბდება.

5. „შენი, ჩემი და ჩვენი“

ეს დიდებული ფილმი მთელმა ოჯახმა ერთად უნდა ნახოს. არაჩვეულებრივი მსახიობები, ლამაზი მუსიკა და საოცარი იუმორი - სხვა რა უნდა ინატროთ, როდესაც კარგი კომედიური ჟანრის ფილმის ყურება გსურთ?!

წაიკითხეთ სრულად