Baby Bag

ეს სუპ-პიურე თქვენს პატარას აუცილებლად მოეწონება

ეს სუპ-პიურე თქვენს პატარას აუცილებლად მოეწონება

​რას უმზადებთ თქვენს პატარებს სადილად? - თუ არ იცით რა მოუმზადოთ, ჩვენ წითელი ოსპის სუპ-პიურეს მარტივ რეცეპტს გთავაზობთ. 

პიურესთვის დაგჭირდებათ:

  • 100 გრ. წითელი ოსპი
  • 1ც. სტაფილო
  • 2ც. საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1ც. ბულგარული წიწაკა (პატარა ზომის)
  • პატარა თავი ხახვი
  • ოხრახუში/კამა 
  • ზეითუნის ზეთი


მომზადების წესი:

წინასწარ დაალბეთ ოსპი, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. 

კარტოფილი, ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა კარგად მოხარშეთ. დაამატეთ დამბალი ოსპი და ხარშეთ, სანამ ოსპი არ დარბილდება (დაახლოებით 20 წთ.)

მოხარშული ბოსტნეული და ოსპი დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ. თეფშე გადმოღების შემდეგ მოაყარეთ ოხრახუში/კამა, მოასხით ზეითუნის ზეთი და მარილი. 

თუ თქვენს პატარას სადილი მოეწონება, რეცეპტი სხვა დედებსაც გაუზიარეთ. 

🤱არ დაგავიწდეს, შემოგვიერთდი „მცოდნე დედების ჯგუფში“ 💜

http://bit.ly/2lY4R9t 🙌