Baby Bag

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში მასწავლებლის საგნის გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში მასწავლებლის საგნის გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში მასწავლებლის საგნის გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაიწყო და 3 აპრილს დასრულდება.

მოსამზადებლი კურსები ერთთვიანი იქნება და ჩატარდება აპრილში ონლაინ ფორმატით. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ტრენინგები ჩატარდება, როგორც დასწრების მსურველთათვის ჯგუფში, ასევე ონლაინ სემინარებიც. ტრენინგებს ატარებენ მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ტრენერები. ტრენინგების დაწყების თარიღია 4 აპრილი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ საგნებზე:
  1. დაწყებითი კომბინირებული (I-IV) - ონლაინ კურსი 100 ლარი (64 საათი)
  2. პროფესიული უნარები - ონლაინ კურსი 100 ლარი (24 საათი)
  3. მათემატიკა (I-VI) - ონლაინ კურსი 110 ლარი (32 საათი)
  4. მათემატიკა (VII-XII) - ონლაინ კურსი 120 ლარი (32 საათი)
  5. ქართული (I-VI) - ონლაინ კურსი 100 ლარი (24 საათი)
  6. ქართული (VII-XII) - ონლაინ კურსი 120 ლარი (24 საათი)
  7. ფიზიკა - ონლაინ კურსი 150 ლარი (32 საათი)
  8. დირექტორთა ტრენინგი - ონლაინ კურსი 200 ლარი (30 საათი)

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ცენტრის ფეისბუქგვერდი - ​პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი ან დარეკეთ ნომერზე 592477277

​R