Baby Bag

,,ეს კაცი მასწავლებლად არის დაბადებული, მისაბაძი!'' - პედაგოგი, რომლის ,,ტელეგაკვეთილს'' დიდი გამოხმაურება მოჰყვა

,,ეს კაცი მასწავლებლად არის დაბადებული, მისაბაძი!'' - პედაგოგი, რომლის ,,ტელეგაკვეთილს'' დიდი გამოხმაურება მოჰყვა

,,დაჩი, კარგი პედაგოგი ხარ შენ!'', ,,ეს კაცი მასწავლებლად არის დაბადებული, მისაბაძი,'' - ასე აფასებენ მათემატიკის მასწავლებელ დაჩი ნანობაშვილს. მის მიერ ჩატარებულ ,,ტელეგაკვეთილებს'' სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ნახეთ დაჩის ,,ტელეგაკვეთილი'' მათემატიკაში, რომელიც III კლასში ჩაატარა 👉​,,ტელეგაკვეთილი''​

შეგახსენებთ, რომ ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

იხილეთ ,,ტელესკოლის'' გაკვეთილების ცხრილი ბმულზე.

მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“

ასე დაწყებული და სახალისოდ დასრულებული გაკვეთილი ყველა მოსწავლისთვის საინტერესო იქნება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის „ტელესკოლა“ დაიწყო.ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან,...
გია მურღულიას ,,ტელეგაკვეთილმა'' განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია
საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის „ტელესკოლა“ დაიწყო.ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან,...
,,აღმაფრთოვანა მარტივმა და გენიალურმა გაკვეთილმა'', ,,ქიმიკოსი ვარ, მაგრამ დიდი სიამოვნები...
საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის „ტელესკოლა“ დაიწყო.ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან,...

შეიძლება დაინტერესდეთ

ყოველ შაბათ-კვირას სერიალის ფორმატის გაკვეთილები დაიწყება - „ტელესკოლა” მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

ყოველ შაბათ-კვირას სერიალის ფორმატის გაკვეთილები დაიწყება - „ტელესკოლა” მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

13 ივნისიდან, ყოველ შაბათ-კვირას „ტელესკოლა” მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ხუთი კვირის განმავლობაში, „ტელესკოლაში“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) გავა. პროგრამა, რომელიც წარმატებით გადაიცემოდა და გადაიცემა ჰონკონგში, მონტენეგროში, სერბეთში, თურქეთსა და ა.შ. ქვეყნებში, ქართველს მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდის ეფექტურად გამოიყენებს და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

სერიალის ფორმატის გაკვეთილები სახალისოდ მოთხრობილი ეპიზოდებისგან შედგება და თანამედროვე ბრიტანულით, მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში ეხმარება.

ვიდეო გაკვეთილების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითოეულ გაკვეთილს ახლავს დამატებითი ონლაინ სავარჯიშოები, პასუხებით და თითოეული ვიდეოს სცენარით ( აღნიშნულის ნახვა შესაძლებელია ბრიტანეთის საბჭოს ონლაინ რესურსების გვერდზე შესაბამის განყოფილებაში http://learnenglish.britishcouncil.org/en/word-street )

აღნიშნული სერიებისთვის ექსპერტი რობ ლუისი ამზადებს ვიდეო მიმართვებს, სადაც დამატებით განმარტებებსა და მითითებებს აძლევს პროგრამის მაყურებლებსა და მოსწავლეებს.


წაიკითხეთ სრულად