Baby Bag

ელექტრონული რესურსები მასწავლებლებისთვის

ელექტრონული რესურსები მასწავლებლებისთვის

გთავაზობთ ელექტრონულ რესურსებს, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნულ ცენტრი აქვეყნებს. ცენტრის ცნობით, 2015-2017 წლებში ბრიტანეთის საბჭოს უფასო ონლაინ რესურსებზე დაყრდნობით შექმნეს სახელმძღვანელოები ინგლისური ენის პედაგოგებისათვის, რომელთა აქტუალობა კოვიდ -19 პანდემიის პრევენციის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გადავხედეთ ჩვენ მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოებს და ინგლისური ენის პედაგოგებს შევთავაზეთ თემატური მასალა განახლებული ბმულებით, რომლებიც აუცილებლად დაეხმარება მათ ტექნოლოგიების საგაკვეთილო პროცესში საუკეთესოდ ინტეგრირებაში.

ჩვენი 5 სახელმძღვანელო მოიცავს დავალებებს 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით და ინგლისური ენის პედაგოგებს თემატურად სთავაზობს ონლაინ მასალას LearnEnglish Kids, LearnEnglish Teens და LearnEnglish ვებ-გვერდებიდან. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბრიტანეთის საბჭოს ეს დავალებები თემატურობის გარდა გამოირჩევა უნარებზე ორიენტირებული სწავლების ეფექტით,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

​ელექტრონული რესურსები იხილეთ ბმულზე - ​ელექტრონული სახელმძღვანელოები მასწავლებლებისთვის

ელექტრონულ წიგნებზე უფასო წვდომა - იხილეთ სასკოლო სახელმძღვანელოების სია
​მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობები გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომას სთავაზობენ:„სულაკაურის გამომცემლობა“ (ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო)sulakauri...