Baby Bag

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა

​განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 1-ლ ივლისს გამოქვეყნდა.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ორი ნაწილისაგან შედგება:

1. პირველი ნაწილი ზოგადია (II, III, V და VI თავები), რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციებს ყველა თანამდებობის მასწავლებლისთვის (II და III თავები უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის), ასევე, სპეციალური მასწავლებლისთვის (V და VI თავები უფროსი სპეციალური და წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის) და მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:

ა) სასწავლო პროცესი;

ბ) პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა.

2. სტანდარტის მეორე ნაწილში (IV თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი და მენტორი მასწავლებლისათვის, ასევე, (VII თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის, ხოლო თანდართულ შესაბამის ცხრილ(ებ)ში მოცემულია კონკრეტული სტატუსის მქონე მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობები შესაბამის კომპეტენციებთან ერთად.

3. პირველი ნაწილის თითოეულ მიმართულებაში გამოყოფილია ქვეპუნქტები, რომელთათვისაც განსაზღვრულია შესრულების ინდიკატორები, რაც გამჭვირვალეს ხდის მოთხოვნებს მასწავლებელთა საქმიანობის მიმართ.

იხილეთ ​მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი 

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო​ წყარო“

როგორ მიენიჭება მასწავლებელს სტატუსი ახალი სქემის მიხედვით?
მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, პედაგოგის ყველაზე დაბალი სტატუსი იქნება უფროსი, ყველაზე მაღალ სტატუსად კი კვლავ მენტორი რჩება. რაც შეეხ...