Baby Bag

​„კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესში პედაგოგებიც აიცრებიან“ - ეკატერინე დგებუაძე

​„კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესში პედაგოგებიც აიცრებიან“ - ეკატერინე დგებუაძე

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება, აიცრებიან პედაგოგებიც.

„ამასთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. დღესდღეობით ტესტის ჩატარება არის უფასო და სავალდებულო. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რათა მასწავლებლები მივიდნენ და მუდმივად მოხდეს მათი პისიარ ტესტირება. ამავდროულად, ისინი ავცერით გრიპის ვაქცინითაც, ხოლო როდესაც შემოვა ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო აცრა, ამ ნაწილშიც მასწავლებლები იქნებიან ჩართულები“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კომისიამ უკვე განსაზღვრა პრიორიტეტული ნუსხა, რომლის დამტკიცებაც მთავრობის სხდომაზე მოხდება.

„იმისთვის, რომ ქვეყანაში გაჩნდეს მყარი იმუნური ფენა, იგეგმება, რომ მოსახლეობის 60% აიცრას. ამ ეტაპზე განიხილება 18 წლის ასაკის ზემოთ კატეგორია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.