Baby Bag

​მოსწავლეები 2021 წელს ახალი წესის მიხედვით შეფასდებიან - ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში

​მოსწავლეები 2021 წელს ახალი წესის მიხედვით შეფასდებიან - ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 18 იანვრის ბრძანებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა. ცვლილება იმ მოსწავლეებს ეხებათ, რომლებიც პანდემიის გამო ვერ ერთვებიან ან სემესტრის 1/3-ზე მეტი ხნით ვერ მოახერხეს სასწავლო პროცესში ჩართვა. ბრძანების თანახმად, ეს მოსწავლეები პირველ სემესტრში მინიმუმ ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალებით უნდა შეფასდნენ.

„თუ მოსწავლეს დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლამდე მიღებული აქვს შეფასება, სემესტრული ქულა გამოითვლება ამ ქულის/ქულების და შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულის საშუალო არითმეტიკულით“- ნათქვამია ბრძანებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ასეთი მოსწავლეებისთვის სკოლამ უნდა ჩანიშნოს ინდივიდუალური საკონსულტაციო საათები დისტანციურად ან ფიზიკურად შესაბამისი წესების დაცვით.

რაც შეეხება, კომპლექსური დავალების წარდგენას, მოსწავლემ ის უნდა წარმოადგინოს და შეფასება უნდა მოხდეს, არა უგვიანეს მეორე სემესტრის პირველი კვირის ბოლომდე, დისტანციურად ან ფიზიკურად. „სასურველია, სკოლამ მსგავსი პრობლემების მქონე მოსწავლეებს მეორე სემესტრში ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლის მიზნით“, - ვკითხულობთ ბრძანებაში (იქვე ვკითხულობთ, რომ თუ სკოლაში სემესტრის 1/3-ზე მეტი დისტანციური სწავლების ფორმით მიმდინარეობდა, სკოლას უფლება აქვს შეამციროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა, რაც უნდა აისახოს კიდეც სასკოლო სასწავლო გეგმაში).

ახალი ბრძანების მიხედვით, პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა უნდა დაინიშნოს მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა კი - სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ბრძანებას ​ბმულზე