Baby Bag

​მასწავლებლებისთვის ფულბრაიტის პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

​მასწავლებლებისთვის ფულბრაიტის პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

აშშ-ში ფულბრაიტის პროგრამაზე საჯარო სკოლის სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებისთვის მიღება გამოცხადდა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა ინგლისური ენა სრულყოფილად უნდა იცოდნენ.

შერჩეული მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ სემინარებში, პრეზენტაციებსა და დისკუსიებში, რომლებიც მასპინძელ უნივერსიტეტებში გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ფულბრაიტის პროგრამა სწავლების ახალ მეთოდოლოგიაზე, ბავშვზე ორიენტირებულ სწავლებაზე, შინაარსზე დაფუძნებულ ინსტრუქციებზე, გაკვეთილის დაგეგმვასა და სასწავლო ტექნოლოგიების ტრენინგებზეა დაფუძნებული.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ​ბმულზე.

პროგრამა სრულად დაფინანსებულია აშშ-ს მიერ.