Baby Bag

​დამხმარე მასალები პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის - როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის?!

​დამხმარე მასალები პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის - როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის?!

როგორც უკვე ცნობილია, პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლები სტატუსის მისანიჭებელ გამოცდებს ამ წელს ჩააბარებენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტში დაიწყება და თუ ეპიდსიტუაცია ჩაწყნარდება, პედაგოგები გამოცდის ჩაბარებას ივნისში შეძლებენ.

გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა ჯერ კიდევ წინა წელს გამოაქვეყნა სპეც.პედაგოგებისთვის დამხმარე მასალებისა და სახელმძღვანელოების სია, რომლებიც პედაგოგებს გამოცდის ჩაბარებაში უნდა დახმარებოდა.

როგორც ირკვევა, ეს ჩამონათვალი კვლავ უცვლელია და საგამოცდო პროგრამაში რაიმეს დამატება ან ამოღება არ იგეგმება.

გთავაზობთ იმ დამხმარე სახელმძღვანელოებსა და სასარგებლო ვებ-გვერდებს, რომლებიც გამოცდის წარმატებით დაძლევაში დაგეხმარებათ.



ინკლუზიური განათლება - ვებგვერდი ​inclusion.ge