Baby Bag

​„ვაქცინაცია ნებაყოფლობითია“ - რა წერია COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში?

​„ვაქცინაცია ნებაყოფლობითია“ - რა წერია COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში?

როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ როგორი წესითა და პრინციპით მოხდება მოსახლეობის ვაქცინაცია. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი ფაზების მიხედვით უნდა აიცრას. გეგმის მიხედვით, პედაგოგებსა და სკოლამდელი დაწესებულების პერსონალს მეორე ფაზაში აცრიან.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

“პირველ ეტაპზე აიცრებიან მხოლოდ პრიორიტეტული ჯგუფის წევრები (ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბინადარნი და მომსახურე პერსონალი და 75 ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი). აცრა მათთვისაც ნებაყოფლობითი იქნება.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მყარი მტკიცებულებების არარსებობის გამო, COVID-19-ის ასაცრელ ჯგუფებში არ განიხილებიან ორსულები და ბავშვები 16-წლამდე“ - ნათქვამია დოკუმენტში. 

ეპიდემიის პერიოდში, COVID-19 ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

დოკუმენტის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ​ბმულზე