Baby Bag

​იმ პედაგოგებს, რომლებიც პირველი თებერვლიდან საკლასო ოთახებში ბრუნდებიან, PCR ტესტირება ჩაუტარდებათ

​იმ პედაგოგებს, რომლებიც პირველი თებერვლიდან საკლასო ოთახებში ბრუნდებიან, PCR ტესტირება ჩაუტარდებათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროტოკოლის მიხედვით, იმ სკოლების პედაგოგებს, რომლებიც პირველი თებერვლიდან სწავლებას რეალურ სივრცეში განაახლებენ, სასწავლო პროცესის დაწყებამდე PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდულობითა და როგორი სიხშირით ჩატარდება ტესტირება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროტოკოლი არ ვრცელდება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებზე.

„ამ საკითხებზე ვმუშაობთ. უნდა განვსაზღვროთ, თუ როდის ან ვინ უნდა დაიტესტოს სკოლებში და ამის შესახებ სკოლებს უახლოეს მომავალში გავაგებინებთ. ამ ეტაპისთვის, ეს პროტოკოლი, რომელიც ახლა მუშავდება, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების გარდა, ყველა სკოლას მოიცავს - აცხადებენ განათლების სამინისტროში.