Baby Bag

„მე და ჩემი ოჯახი“ - მანდატურის სამსახური სკოლის მოსწავლეებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს

„მე და ჩემი ოჯახი“ - მანდატურის სამსახური სკოლის მოსწავლეებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს, თემაზე „მე და ჩემი ოჯახი“.

კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები:

  • ფოტოკონკურსში „მე და ჩემი ოჯახი“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, მშობლების /კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით;
  • ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად დასაშვებია კონკურსის თემის ინდივიდუალური ინტერპრეტაცია, მაგრამ საკონკურსო ნამუშევარი უნდა ასახავდეს კონკურსის ძირითად თემას;
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოაგზავნოს საკონკურსო ფოტო, ასევე, მშობლის / კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected];
  • მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ფოტოსა და დოკუმენტაციის გამოგზავნით ეთანხმებით კონკურსის წესებსა და პირობებს;
  • ფოტო, რომელიც გამოგზავნილია მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, არ განიხილება;
  • საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნისას, მონაწილეებმა უნდა მიუთითონ სკოლა, რომელშიც სწავლობენ და კლასი;
  • კონკურსში მონაწილეობისათვის გამოგზავნილი ყველა ფოტო, ავტორის მითითებით, განთავსდება სპეციალურად შექმნილ საკონკურსო ალბომში, სოციალურ ქსელში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე;
  • გამოგზავნილი ფოტოები სპეციალურად შექმნილ საკონკურსო ალბომში განთავსებული დარჩება კონკურსის დამთავრების შემდეგაც;
  • მონაწილეებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს, მოითხოვონ საკუთარი ფოტოს წაშლა მანდატურის სამსახურის სოციალური ქსელის გვერდიდან. მოთხოვნა ფოტოს წაშლის თაობაზე უნდა გამოიგზავნოს ზემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
  • კონკურსში გაიმარჯვებს ის ფოტონამუშევარი, რომელსაც სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი მოწონება ექნება;
  • კონკურსში გამარჯვებულ ფოტოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური განათავსებს ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის გარეკანზე (cover photo), ერთი კვირის განმავლობაში;
  • ერთ ფავორიტ ფოტოს, ფოტოკონკურსის ყოველი ტურისთვის, შეარჩევს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი;
  • კონკურსის მონაწილეებს / მათ მშობლებს შეუძლიათ, ატვირთონ გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდებზე, შესაბამისი ჰეშთეგებით #StopCoV #მანდატურისსამსახური #მედაჩემიოჯახი და გამოიწვიონ თავიანთი მეგობრები, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
  • კონკურსში გამარჯვებული ფოტო და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ საკონკურსოდ შერჩეული სხვა ფოტოები დაიბეჭდება და გამოიფინება მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, ფოტოგალერეაში.

კონკურსი დაიწყება მიმდინარე წლის 1-ლ მაისს და დასრულდება 10 მაისს.