Baby Bag

„ურთულესი დერეფანი გვაქვს გასავლელი და მეტი ყურადღება და წინდახედულობაა საჭირო!“

„ურთულესი დერეფანი გვაქვს გასავლელი და  მეტი ყურადღება და წინდახედულობაა საჭირო!“

„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა ერთად, ხოლო 17 ივლისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა!!!

ურთულესი დერეფანი გვაქვს გასავლელი და
მ ე ე ე ტ ი ყურადღება და წ ი ნ დ ა ხ ე დ უ ლ ე ბ ა ა საჭირო!...

რამდენი თაობა უნდა დატრიალდეს ერთ წრეზე, რით ვერ გავიგეთ, ყურადღების კონცენტრაცია და ,,გაფრთხილებულია- შეიარაღებულის" პრინციპით ცხოვრება?!...
ყველა ქვეყნის პრეზიდენტებს, მთავარსარდალსა და მეფეებს ჰყავდათ, ჰყავთ და ეყოლებათ პირადი ასტროლოგი ...

რა გაგიხდათ მთავრობას ერთი უცხოელი ასტროლოგი მაინც აიყვანეთ თუ ქართველებს არ გვაღიარებთ... მეტი რა ვთქვა... სადამდე უნდა მივიდეს ქვეყანა???

ათასჯერ ვთქვით ასტროლოგებმა, რ ო მ საჭიროა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების თარიღების შეცვლა!!! ნუთუ ასე რთულია ამ თემის გაკეთება და
,, დალაგება"???
ღმერთმა უშველოს საქართველოს!...არც გამგონია და არც გამკეთებელი ჯერ არსად ჩანს...

მომიტევეთ უცბად გადავუღე ჩვენი ,,ჰოროსკოპის"" ჟურნალიდან ფოტო ივნის-ივლისის თვეების შკალებს...სადაც ერთი შეხედვითვე მარტივად ჩანს რა რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი მინიმუმ 20 ივლისამდე...

მშვიდობას, სიკეთეს და სიყვარულს გისურვებთ.“ - აღნიშნულ პოსტს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე... მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი,“ - მსახიობი ეკა ნიჟარაძე

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე... მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი,“ - მსახიობი ეკა ნიჟარაძე

მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ საახალწლო სუფრის ტრადიციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავად სტრატეგია შეცვალა:

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე. მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი. საშინელებაა... წლები იყო, რომ 12-ს აკლია 15, ბავშვები ამბობენ: „დედა, ჩაიცვი!“ დედას არაფერი აღარ უნდა. უნდა, რომ დაწვეს და დაიძინოს. რომელ ჩაცმაზე და მოწესრიგებაზეა ლაპარაკი?!“

ეკა ნიჟარაძის თქმით, დღევანდელ დღეს საახალწლო სუფრა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული:

„ძალიან დიდი ხარჯია, მით უმეტეს, ახლა ისე ძვირია ყველაფერი. ​დგახარ, წვალობ, ნერვიულობ, ალაგებ, შლი, მაცივარში ინახავ. მეორე დღეს აღარავის აღარ უნდა ეს საჭმელი. ყველაფერს აკეთებ იმიტომ, რომ უნდა გააკეთო. აღარ ვაკეთებ. სალათი, თევზი, მარტივი რაღაცები კეთდება, რასაც შეჭამენ.“

„დღევანდელ ჩვენს მდგომარეობაში მეუხერხულება კიდევაც არანორმალური სუფრების გაშლა. შეიძლება სხვა მიმართულებით გაუშვა, თუ გაქვს, რომ მარტო არ გამოსკდე სახლში. რა თქმა უნდა, ახალი წლის სუფრა იქნება ოდნავ განსხვავებული. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ამაზე გული არ დასწყდებათ,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკა ნიჟარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად