Baby Bag

„ადამიანები, ვისაც ნამდვილი სიყვარული არ განუცდია, გეკამათებიან...“

„ადამიანები, ვისაც ნამდვილი სიყვარული არ განუცდია, გეკამათებიან...“
„იმდენჯერ ვილაპარაკე სიყვარულის თემაზე სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში, რომ დღეისათვის უკვე თამამად შეიძლება მეწოდოს სიყვარულის მეცნიერებათა დოქტორი. არ ვნანობ. გულწრფელი ვიყავი. არ ვპირფერობდი. სიყვარულზე დიდი ძალის მქონე გრძნობა ჯანსაღ ადამიანს არ გააჩნია. მას ვერც ანგარება, ვერც პატივმოყვარეობა/ამბიცია და ვერც მასებზე დომინირების სურვილი ვერ შეედრება. ერთი კია, სიტყვა სიყვარულს ადამიანები რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებულ გრძნობას უწოდებენ. ძველი ბერძნები ოთხი სხვადასხვა სახის სიყვარულს აღიარებდნენ – ოჯახურს, მეგობრულს, ღვთაებრივს და რომანტიკულს (Eros). სწორედ ეს უკანასკნელი გახსენდება პირველი, როცა სიტყვა სიყვარულს გაიგონებ. ადამიანები, ვისაც ნამდვილი სიყვარული არ განუცდია, გეკამათებიან. ცდილობენ დაგიმტკიცონ, რომ სიყვარული არ არსებობს. არ მიკვირს, როგორ დაიჯერებ იმის არსებობას, რაც არ განგიცდია. დასანანია, რომ მათ შეყვარება ვერ შეძლეს, ანუ ვერ მოახდინეს საკუთარი პოტენციალის სრული აქტუალიზაცია და რომ მათი სულის სიღრმეში მთვლემარე სიყვარულის მარცვალს ჩაეძინა და ვეღარ აღმოცენდა. ან იქნებ ვცდები და ამ მარცვლით ყველას არ აჯილდოვებს დედა ბუნება. იქნებ სიყვარულსაც ნიჭი ესაჭიროება ისე, როგორც მუსიკას და მათემატიკას. „ნაგერალებს“ ნამდვილი სიყვარულის, როგორც უკურნებელი სენის თემა რეფრენად მისდევს, თუმცა ვერ ვიხსენებ სადმე მეთქვას, რომელს მივიჩნევ ამ ნამდვილ სიყვარულად. ალბათ ამგვარად უნდა მივიჩნიოთ ყრმობაში წარმოქმნილი ძლიერი გრძნობა, რომელიც საყვარელ ადამიანთან ოჯახური თანაცხოვრების პირობებში, არათუ ნელდება, არამედ პირიქით, იკრებს ძალას და, იმავდროულად, ინარჩუნებს პირვანდელ ეროტიკულ მუხტს. არ ვიცი, იქნებ უსიყვარულოდაც შეიძლება იყო ბედნიერი. ადამიანის ფსიქიკა ელასტიკურია და შეუძლია სიყვარული სხვა, დიდად განსხვავებული პრიორიტეტით შეანაცვლოს. თუმცა მე მაინც იმ ბრძენი კაცის, ზიგმუნდ ფროიდის მჯერა, რომელიც სიყვარულს, შრომასთან ერთად, ბედნიერების აუცილებელ პირობად ასახელებდა.“

ავტორი: გელა ჩარკვიანი

შეიძლება დაინტერესდეთ

MomsEdu.ge დედებისთვის ახალ სივრცესა და შესაძლებლობებს ქმნის

MomsEdu.ge დედებისთვის ახალ სივრცესა და შესაძლებლობებს ქმნის

მედიაპორტალი  ​MomsEdu​.ge  ქალებისთვის სოციალურ ქსელში ახალ სივრცეს ქმნის, სადაც ყველაზე მცოდნე დედები მოიყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა -  ​​„მცოდნე დე​დების ჯგუფი“ .

ჩვენი მიზანია,  შევქმნათ საინფორმაციო სივრცე, სადაც ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა - ორსულობა, შვილის აღზრდა, ბავშვთა  და მოზარდთა ფსიქოლოგია, კვება და ა.შ. მიიღებთ კომპეტენტურ პასუხებს, გაეცნობით უახლეს კვლევებს, რომლებიც გაცნობიერებული და სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგცემთ. ასევე, ჯგუფის საშუალებით, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას  გაუზიარებთ.

ყველა დედას შვილისთვის საუკეთესო უნდა. ამაში კი ჩვენი ჯგუფი დაგეხმარებათ.   ცოდნა, რომელსაც ამ ჯგუფში შეიძენთ, ყველაზე რთულ პროფესიას - ,,დედობას “ მარტივად აგათვისებინებთ.

შემოგვიერთდი 👇

„მცოდნე დედების ჯგუფი“  💜

წაიკითხეთ სრულად