Baby Bag

ბიჭმა დაბადების დღისთვის შეგროვებული ფულით ძაღლთა თავშესაფარს საკვები აჩუქა

ბიჭმა დაბადების დღისთვის შეგროვებული ფულით ძაღლთა თავშესაფარს საკვები აჩუქა

ბიჭმა დაბადების დღისთვის შეგროვებული ფულით ძაღლთა თავშესაფარს საკვები აჩუქა, - ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი ავრცელებს.

„დღეს გაოცებულები დავრჩით. დედასთან ერთად მოვიდა სანდრო ივანაშვილი. სანდროს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ფულს აგროვებდა თავისთვის საჩუქარი უნდა ეყიდა. იყიდა კიდეც. თავისი საჩუქრისთვის შეგროვილი ფულით 3 დიდი ტომარა მშრალი კვება აჩუქა თავშესაფარს. ხომ მართლაც ძალიან კეთილი ბავშვია სანდრო. ღმერთმა დალოცვილი და ჯანმრთელი ამყოფოს. დიდი მადლობა მის გამზრდელს,“ - წერია ელიზბარაშვილის თავშესაფარის ფეისბუკზე.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თავშესაფარს ფინანსური პრობლემები აქვს და დახმარება სჭირდება.

შეიძლება დაინტერესდეთ