ფასდაკლებები
ფასდაკლებები დედებისთვის - ახალი შესაძლებლობების სივრცე კომპანიებისთვის
ფასდაკლებები დედებისთვის - მედიაპორტალმა MomsEdu.ge დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ორსულებისთვის, ჩვილებისთვის, ბავშვებისთვის, ქალებისთვის საჭირო პროდუქტებზე ფასდაკლებების შესახებ იყრის ინფორმაცია თავს. ეს კი კომპანიებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
რატომ უნდა განათავსოთ თქვენი კომპანიის ფასდაკლების შესახებ MomsEdu.ge-ს ფასდაკლების სივრცეში?
- MomsEdu.ge არის სანდო წყარო. ინფორმაცია, რომელიც საიტზე თავსდება, არის გადამოწმებული და მასზე დაყრდნობით დედას შეუძლია მიიღოს კომპეტენტური რჩევები ორსულობასთან, ჩვილის კვებასთან, შვილის აღზრდასთან და სხვა მისთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ის პროდუქტები, რომლებიც ფასდაკლებების სივრცეში იქნება განთავსებული, ასოცირებული იქნება ხარისხთან და სანდოობასთან.
- ჩვენი ფასდაკლების სივრცეში განთავსდება მხოლოდ იმ კომპანიების აქციები, რომლებიც უშუალოდ დედებს ეხებათ.
- ჩვენ გვყავს დედების აუდიტორია სოციალურ ქსელში - ფეისბუქგვერდებსა და ჯგუფებში, სადაც მოხდება ფასდაკლებული პროდუქტების გაპიარება.
- ეს არის კომპანიის რეკლამა საიტზე, რომელსაც ყოველდღიურად საშუალოდ 35 000 ვიზიტორი ჰყავს.
როგორ მოხდება ფასდაკლების მიღება?
- დედა საიტ MomsEdu.ge-ზე ფასადაკლების შესახებ გაიგებს ინფორმაციას, დეტალურად გაეცნობა აქციის პირობებს და მარტივად, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებს ფასადაკლებას.
- კომპანიას შეუძლია, სპეციალურად MomsEdu.ge-ს მკითხველისთვის გამოაცხადოს აქცია. ფასდაკლებით სარგებლობას მომხმარებელი პრომო კოდით #...momsedu.ge შეძლებს.
კომპანიის ფასდაკლების (აქციის) შესახებ ინფორმაცია გაზიარდება MomsEdu.ge-ს ფეისბუქგვერდებსა და ჯგუფებში:
ფეისბუქგვერდი
- მცოდნე დედები MomsEdu.ge - 90 238 Follower
ჯგუფები, რომლებიც MomsEdu.ge-ს ეკუთვნის:
- მცოდნე დედების ჯგუფი - 29 889 მომხმარებელი
- დედები და შვილები - 16 648 მომხმარებელი
- საბავშვო რეცეპტები - 11 932 მომხმარებელი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვის“)
