რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის მარტივი ფიგურების გადახატვას, ფურცელზე ჯღაბნას - ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე
-
თითით დახატეთ სხვადასხვა ფიგურა - წრე, ჯვარი, სამკუთხედი -
დახატეთ მტვრიან ზედაპირზე, სილაში ან ფურცელზე საღებავით - ხატეთ წყლით, ტროტუარზე ან ეზოში. გაავლეთ ხაზები ან მოხაზეთ წრე
- გააკარით კედელზე დიდი ზომის სუფთა ფურცელი და მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ ზედ ხატოს
- გამოფინეთ ბავშვის ნამუშევრები, რათა წაახალისოთ შემდგომი აქტივობები
- გამოიყენეთ საპნის ფანქრები და ხატეთ აბაზანაში სხვადასხვა ფიგურა
-
ჰაერში თითით მოხაზეთ და დაასახელეთ მოხაზული ფიგურა - მიუთითეთ და დაასახელეთ სხვადასხვა ფორმა, რასთანაც აქვს ბავშვს შეხება. მაგ: ბორბალი მრგვალია, წრეა. ფანჯარა ოთხკუთხედია პიცის ნაჭერი სამკუთხედია და ა.შ.
- როდესაც თქვენ მოგიწევთ წერა, ბავშვსაც მიეცით ფურცელი და კალამი. წაახალისეთ, რომ მოგბაძოთ
- ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც ბავშვს შესთავაზებთ, მოარგეთ თქვენს ყოველდღიურ საქმიამობას.
თუ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გექნებათ, კომენტარებში მოგვწერეთ და ფსიქოლოგი თავად გიპასუხებთ.
- ასევე დაგაინტერესებთ


