Baby Bag

როგორ მოვაწყოთ ბავშვებისთვის სამკითხველო კუთხეეები - 10 განსაკუთრებული იდეა სკოლებისთვის

როგორ მოვაწყოთ ბავშვებისთვის სამკითხველო კუთხეეები - 10 განსაკუთრებული იდეა სკოლებისთვის

ფრანგი მწერალი დანიელ პენაკი „რომანივით საკითხავში“ მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს, ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ, არამედ შევაყვაროთ. ეს არის უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის „უკურნებელი სენი” შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის სიყვარული ჰქვია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს მეცნიერული ენით დაწერილი მეთოდოლოგიაა. ეს „რომანივით საკითხავია”, რომელშიც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს. 

ავტორი წიგნში მკითხველის ხელშეუვალ უფლებათა ჩამონათვალსაც გვთავაზობს:

  • უფლება – არ წავიკითხოთ
  • უფლება – გამოვტოვოთ გვერდები
  • უფლება – ბოლომდე არ წავიკითხოთ
  • უფლება – ხელახლა წავიკითხოთ
  • უფლება – ვიკითხოთ, რაც გვინდა
  • უფლება ბოვარიზმისა (ტექსტუალური გზით გადამდები დაავადება)
  • უფლება – სადაც გვინდა, იქ ვიკითხოთ
  • უფლება – საიდანაც გვინდა, იქიდან დავიწყოთ კითხვა
  • უფლება – ხმამაღლა ვიკითხოთ
  • უფლება – არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე


გარდა ამ ყველაფრისა, ბავშვებისთვის წიგნის კითხვის შეყვარების მიზნით, შესაძლებელია სკოლებში სამკითხველო კუთხეების კრეატიულად მოწყობა. 

ნახეთ ფოტოები და თქვენთვის სასურველი სკოლაში მოაწყვეთ