Baby Bag

ბავშვებში კორონავირუსი შეიძლება, დიარეით დაიწყოს

ბავშვებში კორონავირუსი შეიძლება, დიარეით დაიწყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა ფიქსირდება, აუცილებელად უნდა მიმართოთ ამბულატორიულ ცენტრებს:

„ძალიან ცოტა მიდის თვითმიმართვით ჩვენს ამბულატორიულ ცენტრებში PCR ტესტზე შემოწმებისთვის. როდესაც ტემპერატურა ფიქსირდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ამბულატორიულ ცენტრებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ზაფხულია, შეიძლება გაცივდით, ასევე ხშირია ინტოქსიკაციები, მაგრამ ამ კლინიკური გამოვლენის ქვეშ შეიძლება, კოვიდინფექცია იმალებოდეს. ბავშვებში კორონავირუსი შეიძლება, იწყებოდეს დიარეით. ამიტომ ყველა ამ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა გვაქვს, ბავშვი იქნება თუ მოზრდილი, აუცილებელია, ამბულატორიულ ცენტრებს მივმართოთ, სადაც მოხდება ნაცხის აღება და შემდეგ PCR ტესტით გამოკვლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები