Baby Bag

„ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ აქვთ სუნთქვის უკმარისობა, სინამდვილეში მათ პანიკური შიშის გამო აქვთ ნევროზული მოვლენები,“ - პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე

​პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პაციენტებში სუნთქვის პრობლემების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადამიანებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მათ ჟანგბადი არ ჰყოფნით, რადგან ისინი პანიკაში არიან:

„ხშირად ​პაციენტებს, რომლებიც გვირეკავენ, პანიკური შიშის გამო აქვთ ნევროზული მოვლენები, რის გამოც მათ ჰქონიათ, რომ აქვთ სუნთქვის უკმარისობა. ეს გასაგებიცაა, რადგან ის ინფორმაცია, რომელიც მოდის ჩვენამდე საკმაოდ შემაშფოთებელია. ჩვენ არ უნდა გადაგვძალოს ემოციურმა ფაქტორმა. საკმარისია, ჩვენ გავიზომოთ სატურაცია. თუ ის არის 95-სა და 100-ს შორის, ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ. პულსოქსიმეტრები ჩვენ გვაქვს სააფთიაქო ქსელში, სპეციალიზირებულ აფთიაქებში. ის ყველგან ხელმისაწვდომია. დღეს არ არის ამის პრობლემა. აქედან გამომდინარე, ჩვენს პაციენტებს შეუძლიათ შეიძინონ ის და გამოიყენონ, როგორც იყენებენ თერმომეტრებს. პულსოქსიმეტრი თითის დისტალურ ფალანგზე უნდა მოთავსდეს და ის გვიჩვენეს სისხლში ჟანგბადის შემცველობას. ეს არის არაინვაზიური, მარტივი კვლევის მეთოდი, რომელიც არის ძალიან ეფექტიანი.“

კახა ვაჭარაძე აცხადებს, რომ ნერვიულობა პაციენტის მდგომარეობას ართულებს, რის გამოც ყველამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს:

„პაციენტებს მოვუწოდებდი, რომ არ დაიძაბონ, არ ინერვიულონ. ხშირად სუნთქვის უკმარისობის პროვოცირება ხდება სრულიად მოწმენდილ ცაზე, როდესაც პაციენტი იგებს, რომ ის არის ინფიცირებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ​97-98 % დაავადების მიმდინარეობს მსუბუქი და საშუალო სიმძიმით. ის არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშროებას, თუმცა მის მონიტორინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.“

კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს რეკომენდაციებს აძლევს პულმონოლოგი დავით ჭყონიაც, რომელიც ყველას ურჩევს უპირატესობა იშვიათ, მაგრამ ღრმა ჩასუნთქვებს მიანიჭონ:

„ცხვირით შესუნთქვას რა მნიშვნელობა აქვს? რამდენიმე ასპექტს გამოვყოფდი. როდესაც ჰაერი ცხვირიდან არის შესუნთქული, ის ცირკულირებს, ის დატენიანებულია. აზოტის მონოქსიდის შემცველობაც არის ცხვირის ღრუში, ისევე როგორც სისხლძარღვების ენდოთელიუმში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მას აქვს, როგორც მომადუნებელი, ასევე ანტივირუსული ეფექტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ცხვირით შესუნთქვა და არა პირით. ღრმა ჩასუნთქვები და იშვიათი სუნთქვა უფრო კარგია, ვიდრე ხშირი და ზედაპირული სუნთქვა.“

დავით ჭყონიას თქმით, კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში მკერდის და პრესის კუნთების აქტიური მუშაობა ესაჭიროებათ, რის გამოც აღნიშნული კუნთების წინასწარ გავარჯიშება მნიშვნელოვანია:

„ჩვენ ხშირად ვამბობთ, როგორ მოემზადოს ის ადამიანი, ვინც ჯერ არ არის დაავადებული​ კორონავირუსით. სუნთქვა ბუნებრივად ხდება, ჩვენ მას არ ვაკონტროლებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დამატებითი კუნთებით მივეხმაროთ ჩასუნთქვასაც და ამოსუნთქვასაც. ჩასუნთქვას ეხმარება გულ-მკერდის კუნთები. ამოსუნთქვას ეხმარება პრესის კუნთები. თუ გვინდა კოვიდ ინფექციას დავხვდეთ მზად, მსუბუქი ფიზკულტურით შეგვიძლია მკერდის და პრესის კუნთების გავარჯიშება. ეს არის მარტივი რჩევები. რომ დაგჭირდეთ ღრმა ჩასუნთქვები, მიახმარეთ მკერდის კუნთები, რომ დაგჭირდეთ ამოსუნთქვა, მიახმარეთ პრესის კუნთები.“

წყარო: ​დილა ფორმულაზე

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„იმის ლოდინი სასწრაფო როდის მოვა და ტესტირებაზე გავარდნა არის აბსოლუტური აბსურდი,“ - პედია...
​პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობის თავისებურებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვირუსი პატარებში უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს:„რა თქმა უნდა, პნევმონია ყველასთან...