დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
„რეგულირების წესის“ მიხედვით, მასწავლებელმა წამყვანის ან მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად საგნობრივი კომპეტენცია მინიმუმ 7 კრედიტზე უნდა დაადასტუროს
„მასწავლებლის რეგულირების წესის“ მიხედვით, 1 და 4 კრედიტზე გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებს წინსვლის უფლება პირდაპირ არ ენიჭებათ. წამყვანის ან მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად უფროსმა მასწავლებელმა საგნობრივი კომპეტენცია მინიმუმ 7 კრედიტზე უნდა დაადასტუროს (50%-იანი საგნობრივი კომპეტენცია არის წინაპირობა იმისა, რომ მასწავლებელმა დაიწყოს წინსვლაზე ზრუნვა),“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ Moms.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ პედაგოგს გამოცდა 1 ან 4 კრედიტზე ჰქონდა ჩაბარებული, გადაბარება მოუწევს:
„საგნობრივი კომპეტენციის მინიმუმ 7 კრედიტზე დადასტურება არის წინაპირობა, რომ მასწავლებელს წინსვლის უფლება ჰქონდეს. ამის შემდეგ მან კომპლექსური შეფასება უნდა გაიაროს, რაც გულისხმობს როგორც წამყვანი მასწავლებლისთვის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. სკოლაში მივლენ პირები, რომლებიც დააკვირდებიან მასწავლებლის საგაკვეთილო პროცესს, შეაფასებენ პედაგოგის განხორციელებულ პროექტებს, მის ურთიერთობას კოლეგებთან, მოსწავლეებთან... კმაყოფილების დონე ინტერვიუებისა და გაკვეთილზე დაკვირვების გზით განისაზღვერება. სწორედ ამ გზით გახდება უფროსი მასწავლებელი წამყვანი, “ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.