დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
,,სკოლები ახერხებენ შიდა გავრცელების მართვას'' - სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით თამარ გაბუნიამ ისაუბრა
სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
მისი თქმით, სკოლები ახერხებენ შიდა გავრცელების მართვას და ამ ეტაპზე მათი სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არ იგეგმება:
,,ჯამურად მასწავლებლების ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი არის 65%-მდე, ზოგიერთ სკოლაში მეტად, ზოგიერთში ნაკლებად. ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს ეს მაჩვენებელი უნდა იყოს 80%-ზე მეტი. ბოლო მონაცემებით, 150 სკოლა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე და დაახლოებით 400-მდე კლასი სწავლობს ასევე დისტანციურად, სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით ეს მაჩვენებელი არ არის მაღალი, პროცენტულად დაბალია. კარგია ის, რომ სკოლები ახერხებენ შიდა გავრცელების მართვას, ეს კი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს,'' - დასძინა თამარ გაბუნიამ.