Baby Bag

Covid-19-სგან გამოჯანმრთელებული ორსული პაციენტი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალმა ტაშით გააცილა (ვიდეო)

Covid-19-სგან გამოჯანმრთელებული ორსული პაციენტი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალმა ტაშით გააცილა (ვიდეო)

Covid-19-სგან გამოჯანმრთელებული ორსული თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალმა ტაშით გააცილა. პაციენტითან დამშვიდობების ვიდეოს კლინიკა ავრცელებს.

„ასე ამაღელვებლად დაემშვიდობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და პერინატალური დეპარტამენტი საქართველოში covid19 -ით ინფიცირებულ პირველ 24 კვირის ორსულს, რომელიც 2020 წლის 26 მარტს საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოვიდა საკმაოდ მძიმე კლინიკური ნიშნებით. ორსული სრულად გამოჯანმრთელდა, ნაყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს“, - წერია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის''

,,ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის''
კოვიდინფიცირებული პაციენტი კატერინა მიქელაძე სოციალურ ქსელში იმ კლინიკაში არსებულ სიტუაციას აღწერს, სადაც თავად მკურნალობს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,უმძიმესი პაციენტი მოიყვანა სასწრაფომ, ადგილი არ არის და ვერ ღებულობენ. საშინელი ამბავია გარეთ, პაციენტის პატრონი ანგრევს ყველაფერს, კლინიკის ექიმები გიჟებივით დარბიან, გაუტანეს ჟანგბადი და სასწრაფოს მანქანაში ასუნთქებენ. ძალიან მძიმე მოსასმენია სასოწარკვეთილი ადამიანების მუდარა, დერეფანში მაინც შეიყვანეთ და გადამირჩინეთო. 

ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ. პირველი ეტაპის ინფიცირებულები 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაარიგეს და მეორე ეტაპის პაციენტებს საავადმყოფოებში ვერ აწვენენ. საშინლად მძიმე დღეშია მედპერსონალი, ძალიან მეცოდებიან. ვწვები და ბალიშს ვიფარებ სახეზე, მსუბუქი პნევმონია მაქვს და სტაბილური ვარ. გაიდლაინით ჯერ არ მეკუთვნის კლინიკის დატოვება. ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის. სრულ კოშმარში ვარ და თან მრცხვენია, თან მეშინია,'' - აღნიშნავს კატერინა მიქელაძე. 

წაიკითხეთ სრულად