იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა, როგორ გადააქვთ ბავშვებს კორონავირუსი და დღევანდელი მონაცემებით, რამდენად არიან რისკ-ჯგუფში.
,,მაღალი ტემპერატურა არ ნიშნავს, რომ კოვიდი მძიმედ მიმდინარეობს''
,,მაღალი სიცხე კოვიდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი სიმპტომია და ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ხშირად პაციენტებს სიცხის ხანგრძლივობაც (7-10 დღე) აშინებთ. თუმცა ესეც არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და პაციენტმა ანტიბიოტიკი უნდა დაიწყოს. ხშირად პაციენტების უკმაყოფილებას იწვევს ექიმის მიერ ანტიბიოტიკის არ დანიშვნა. სულ არის ამაზე დავა,'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში ,,ჯანმრთელობის ფორმულა'' განაცხადა.