„სკოლის ასაკის ბავშვები კორონავირუსის აქტიური გადამტანები არ არიან“ - ივანე ჩხაიძე 4 წლის წინ ვიდეო პოსტები იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა, როგორ გადააქვთ ბავშვებს კორონავირუსი და დღევანდელი მონაცემებით, რამდენად არიან რისკ-ჯგუფში. გააზიარეთ პოსტი ჯანმრთელობა #კორონავირუსი
ჯანმრთელობა ,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა'' - გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს 3 წლის წინ ექიმი გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: ,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა, სადაც ფეხმძიმე ქალბატონი მიყვებოდა, რომ ის A, C და D ვიტამინს სვამდა! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფეხმძიმეების შემთხვევაში A ვიტამინის მიღება ძალიან სახიფათოა! ეს ვიტამინი ტერატოგენურია ანუ ჩანასახის (ემბრიონის) განვითარებას ხელს უშლის! ფეხმძიმობის პირველ თვეებში მისი მაღალ დოზებში მიღება შეიძლება დასრულდეს: გულის მანკების განვითარებით;თიმუსის არარსებობით;სახის განვითარების დეფექტებით! გთხოვთ, ფეხმძიმობის პერიოდში ექიმის გარეშე ნუ მიიღებთ A ვიტამინს ან სხვა მედიკამენტს!,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. წაიკითხეთ სრულად