იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა, როგორ გადააქვთ ბავშვებს კორონავირუსი და დღევანდელი მონაცემებით, რამდენად არიან რისკ-ჯგუფში.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღის განმავლობაში მკურნალობდა
ქუთაისში ,,კლინიკა ბომონდი” - ს კოვიდცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 28-დღიანი მკურნალობის შემდეგ, ნინო კახნიაშვილმა სამედიცინო დაწესებულება გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
როგორც თავად ამბობს, კოვიდცენტრში ცხელების ცენტრიდან დადასტურებული კორონავირუსით, მძიმე მდგომარეობით მოხვდა:
,,უხილავი ომი კოვიდ 19 ის წინააღმდეგ" - ეს ისე ზერელედ ჩამესმოდა ყურში, ვერც კი ვითავისებდი რაზე იყო საუბარი. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს ომია და ამ ომის წინა ხაზზე სწორედ ისეთი გმირი მეომრები დგანან, როგორებიც არაიან “კლინიკა "ბომონდი”-ს პერსონალი, ხელმძღვანელობიდან დამთავრებული სანიტრით დასრულებული.
მინდა უღრმესი მადლობა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ ყოველდღიურად გაწეული მზრუნველობისთვის და უდიდესი თავგანწირვისთვის, იმისთვის, რომ დაუღალავად იბრძვიან ადამიანების გამოსაჯანმრთელებლად და სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მინდა ხმამაღლა მოგიწოდოთ ყველას:
დავაფასოთ ის ხალხი, ვინც იბრძვის ჩვენი გადარჩენისთვის და ნუ ვიქნებით უმადურები, დავიცვათ ჯანდაცვის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე,” - ამბობს ნინო კახნიაშვილი.
აღნიშულ ინფორმაციას და ფოტოებს კლინიკა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.