Baby Bag

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შეიძლება, სავალდებულო გახდეს

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შეიძლება, სავალდებულო გახდეს

საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საბავშვო სავარძლების გამოყენება მანქანებში სავალებულო უნდა გახდეს.

შესაბამისი კანონპროექტი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ შეიმუშავეს.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი.

ინიციატორების თქმით, ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

შეიძლება დაინტერესდეთ

თაკო გაჩეჩილაძე შვილის ფოტოებს აქვეყნებს

თაკო გაჩეჩილაძე შვილის ფოტოებს აქვეყნებს

თაკო გაჩეჩილაძე რამდენიმე თვის წინ დედა გახდა. მომღერალს გოგონა შეეძინა და სახელად გაბრიელა დაარქვა.

თაკომ ინსტაგრამზე შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

გაბრიელა 20 იანვარს ავსტრიაში, წმინდა ჟოზეფის სახელობის ჰოსპიტალში დაიბადა.

თაკო გაჩეჩილაძე 2018 წლის შემოდგომაზე გათხოვდა. მისი მეუღლე ცნობილი ბულგარელი პროდუსერი ბორისლავ მილანოვია. ორსულობის პერიოდში თაკო ქმრის გვარზე გადავიდა. წყვილმა ერთმანეთი 2017 წელს „ევროვიზიაზე“ გაიცნო. მოგვიანებით პარიზში დაინიშნენ და დაქორწინდნენ.

წაიკითხეთ სრულად