Baby Bag

6 ივლისიდან ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც იქნება შესაძლებელი

6 ივლისიდან ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც იქნება შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე ორშაბათიდან გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ.

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მიიღებს.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 229 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

​გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნაელქი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება.

წაიკითხეთ სრულად