Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

,,პოსტის პირველ ნაწილში აღწერილი კოშმარული სცენარი სამწუხაროდ აბსოლუტურად რეალურია''

,,პოსტის პირველ ნაწილში აღწერილი კოშმარული სცენარი სამწუხაროდ აბსოლუტურად რეალურია''

,,​ჩემი პოსტის შინაარსი საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა. (მართლა ვერ გაიგეს და ახსნის მერე შევთანხმდით პოზიციებზე) ვინც გაიგო და მაინც მლანძღავს იმათთვის აზრი არ აქვს ლაპარაკს, ცხადია,'' - აღნიშულით ექიმი ლევან ხარაშვილი გუშინ გამოქვეყნებულ ​პოსტს ეხმიანება. 

გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,1. პოსტის პირველ ნაწილში აღწერილი კოშმარული სცენარი სამწუხაროდ აბსოლუტურად რეალურია. ამის მაგალითი გვაქვს კორეაში. დისტანცირების მნიშვნელობაზე აღარ დავწერ. ასეთივე ბომბი აღმოჩნდა იტალიაში საფეხბურთო მატჩი.
2. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, სამწუხაროდ ზოგიერთს კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებებში, დანარჩენ მედპერსონალს კი საჯაროდ არაერთხელ გადავუხადე მადლობა
3. პოსტპანდემიური სიტუაციის აღწერისას ზუსტად ის დამოკიდებულება აღვწერე ექიმების მიმართ, რაც პანდემიამდე იყო საზოგადოებაში. არაერთხელ გავულანძღივართ და ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ ექიმებს, ახლა რომ ეძახიან გმირებს.
4. ბატონ ამირანს რაც შეეხება, ჩემგან დაცვა ნამდვილად არ სჭირდება. ეს ზოგიერთებისთვის იყო მოსაწყენი, ზოგმა არც იცოდა მისი არსებობის შესახებ, ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო და ლუგარის ცენტრთან წლებია ვთანამშრომლობ, ჯერ იმ დროიდან, ზოგიერთები რომ ლანძღავდნენ და დაავადებათა კონტროლს კიდევ საჯაროდ ვაქებ ყველა გამოსვლაში და მადლობას არაერთხელ გადავუხდი კიდევ.
5. და ძალიან მნიშვნელოვანი - ეს ჩემი პირდი მოსაზრება - სტატუსია და არანაირი კავშირი არ აქვს იმ ორგანიზაციებთან სადაც ვმუშაობ.
და იმედია ყველაფერი ასე არ მოხდება და მინიმალური დანაკარგებით გადავიტანთ პანდემიას,'' - აღნიშნავს ექიმი. 

წაიკითხეთ სრულად