Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

5-კრედიტიან ტრენინგზე რეგისტრაციის ინსტრუქცია

5-კრედიტიან ტრენინგზე რეგისტრაციის ინსტრუქცია

5-კრედიტიან ტრენინგზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ორშაბათს გამოქვეყნდება. მანამდე კი მასწავლებელი ნინო ბერიანიძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ტრენინგზე რეგისტრაციის ინსტრუქციაა მოცემული.

„ვიდეო ჩაწერილია იმ მასწავლებლებისათვის, რომლებსაც სურთ დამოუკიდებლად გაიარონ ტრენინგზე რეგისტრაცია,“ - აღნიშნავს ვიდეოს ავტორი ნინო ბერიანიძე.


​​მასწავლებლებისთვის ხუთკრედიტიანი ტრენინგები ჩატარდება - ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი​

წაიკითხეთ სრულად