,,არ არის ჯერ სეზონური გრიპი. ყველა გაციებით მიმდინარე დაავადება, რაც ცირკულირებს, რაც არის რესპირატორული, მათი 90% არის კოვიდი. დარჩენილია თითო-ოროლა ძველი კორონავირუსი, დაფიქსირდა გაციების გამომწვევი ვირუსი და ცოტა რინოვირუსი, სურდოს რომ იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. ახლა, პრაქტიკულად, ყველა გაციება არის კოვიდი" - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
შეიძლება დაინტერესდეთ
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთებიდან ნებისმიერ დროში დაგჭირდათ ცოფის ან ტეტანუსის აცრა? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთებიდან ნებისმიერ დროში დაგჭირდათ ცოფის ან ტეტანუსის აცრა? - აღნიშნულ კითხვას იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმეგოვი პასუხობს:
მისი თქმით, კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთებიდან ნებისმიერ დროში, საჭიროებისთანავე შეიძლება ცოფის ან ტეტანუსის აცრის გაკეთება:
,,თუ თქვენ მოგიწიათ სხვა ვაქცინის გაკეთება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა კეთდება 14 დღეში!
თუ კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთებიდან ნებისმიერ დროში დაგჭირდათ ცოფის ან ტეტანუსის აცრის ადმინისტრირება მისი გაკეთება შეგიძლიათ საჭიროებისთანავე!!!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
წაიკითხეთ სრულად