,,არ არის ჯერ სეზონური გრიპი. ყველა გაციებით მიმდინარე დაავადება, რაც ცირკულირებს, რაც არის რესპირატორული, მათი 90% არის კოვიდი. დარჩენილია თითო-ოროლა ძველი კორონავირუსი, დაფიქსირდა გაციების გამომწვევი ვირუსი და ცოტა რინოვირუსი, სურდოს რომ იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. ახლა, პრაქტიკულად, ყველა გაციება არის კოვიდი" - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
შეიძლება დაინტერესდეთ
,,უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით და დავიცვათ 5 მთავარი რეკომენდაცია''
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მესამე ტალღის საშიშროებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 5 მთავარი რეკომენდაციის დაცვა აუცილებელია:
,, საშიშროება არის მესამე ტალღის, რადგან გაჩნდა საკმაოდ მოზრდილი კლასტერები. ეს არის წინა ეტაპი ქვეყნის შიგნით ვირუსის გავრცელების. ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით და დავიცვათ 5 მთავარი რეკომენდაცია:
1. პირბადის უნივერსალური ტარება;
2. დისტანციის დაცვა;
3. სანიტარული წესრიგის დაცვა;
4. თავის შეკავება შეკრებებისგან;
5. იმუნიზაციის პროცესის გაინტენსიურება.'' - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: ,,პოლიტ მეტრი''
წაიკითხეთ სრულად