Baby Bag

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს

„გვსურს, მოვუწოდოთ აბიტურიენტებს, რომ მაქსიმალურად დროულად დარეგისტრირდნენ და ბოლო დღემდე არ მიიყვანონ ეს პროცესი“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა. ინფორმაციას ​1tv.ge ავრცელებს.

გორგოძის თქმით, ამ ეტაპზე, 19 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ამასთან, როგორც გორგოძემ აღნიშნა, გამოცდების ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას არ გეგმავს, სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში, საზოგადოებას ეცნობა.

2019 წლის ერღიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტს ​დაიწყო. პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი, აღნიშნული ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარს აქვეყნებს

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შედეგებს უნდა ველოდოთ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდის შემდეგ და რა სახის რეფორმები გატარდება გაზრდილი ბიუჯეტით?

რა შედეგებს უნდა ველოდოთ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდის შემდეგ და რა სახის რეფორმები გატარდება გაზრდილი ბიუჯეტით?

რა შედეგებს უნდა ველოდოთ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდის შემდეგ და რა სახის რეფორმები გატარდება გაზრდილი ბიუჯეტით? - აღიშნული თემის შესახებ იხილეთ პირველი არხის მიერ მომზადებული სიუჟეტი. 

წაიკითხეთ სრულად