შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა - 21 ივლისი (II სესია);
- მათემატიკა - 23 ივლისი (II სესია);
- უცხოური ენა - 25 ივლისი (II სესია).
ცენტრის ცნობით, დეტალური ინფორმაცია სხვა დამატებითი სესიების ჩატარების თაობაზე გამოქვეყნდება ეტაპობრივად.
წაიკითხეთ სრულად