შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ აბიტურიენტთა ცნობარში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, აკადემიური პროგრამების ჩამონათვალს დაემატა სამი პროგრამა, ერთ პროგრამას კი შეეცვალა სახელწოდება (აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა "სასურსათო ტექნოლოგია" ჩაანაცვლა პროგრამამ "საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა").
აბიტურიენტთა ცნობარში გარკვეული ცვლილებები შევიდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, გაეცნონ აღნიშნულ ცვლილებას.