Baby Bag

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა - ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა - ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019

​შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს აქვეყნებს.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:
I ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
II ვარიანტი - 24 ქულა და მეტი;
III ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
IV ვარიანტი - 24 ქულა და მეტი.
გამოცდა ზოგიერთ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც განაპირობებს საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას. შესაძლოა, კონკრეტული საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტი სირთულის თვალსაზრისით მცირედით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, ამიტომ აბიტურიენტებისათვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად გამოიყენება ქულების გათანაბრება (ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ძირითადი ცვლილებებია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - დეტალებზე სოფიო გორგოძე საუბრობს

რა ძირითადი ცვლილებებია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - დეტალებზე სოფიო გორგოძე საუბრობს

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილ სიახლეებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე საუბრობს. ​

წაიკითხეთ სრულად