Baby Bag

რა სიახლეებია დაგეგმილი 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

რა სიახლეებია დაგეგმილი 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი ფორმატით ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ხშირად დასმული კითხვებსა და პასუხებს ​აქვეყნებს.

ერთ-ერთი კითხვა 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილ სიახლეებს ეხება:

„განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამედიცინო მიმართულებისა და ასევე, სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა, ჩარიცხვის მიზნით, გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა/ისტორია. მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ,“- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


შეიძლება დაინტერესდეთ